ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-7 მაისის პერიოდისთვის

2 weeks ago 20

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3 მაისიდან 5 დღის განმავლობაში.

აპრილის თვე გარკვეულწილად ლარის კურსის სტაბილურობით გამოირჩეოდა, ამასთან გამყარების ნიშნებით, გასულ 2 კვირაში კი შეინიშნებოდა ერთგვარი რყევები და საგრძნობი გამყარება-გაუფასურება. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

30 აპრილი – 2.6835;
1 მაისი – 2.6849;
2 მაისი – 2.6788.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ გაუფასურდა, 0.0009 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 მაისიდან 5 დღის განმავლობაში ეღირება 2.6797 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

30 აპრილი – 2.8762;
1 მაისი – 2.8804;
2 მაისი – 2.8583.

წინა ვაჭრობაზე ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის მკვეთრ გამყარებას ბოლო ვაჭრობაზე საყურადღებო გაუფასურება, მოჰყვა – 0.0101 ლარით და 3 მაისიდან 5 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8684 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გაუფასურდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3534 ლარი (გაუფასურდა 0.0092 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0828 ლარი (გაუფასურდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6779 (გაუფასურდა 0.0020 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5759 ლარი (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.9047 ლარი (გაუფასურდა 0.0059 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9383 ლარი (გაუფასურდა 0.0291 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7007 ლარი (გაუფასურდა 0.0013 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2105 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.1659 ლარი (გამყარდა 0.0009 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7267 ლარი (გაუფასურდა 0.0301 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაშიც ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

30 აპრილი – 2.8785;
1 მაისი – 2.8747;
2 მაისი – 2.8498.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი საყურასდღებოდ, 0.0674 ლარით გაუფასურდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 3 მაისიდან 5 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9172 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სრულად წაკითხვა