7 ნოემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 8 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ოქტომბერი, ეროვნული ვალუტისთვის, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ძირითადად გამყარება-დასტაბილურებით დაიწყო, თუმცა თვის შუა პერიოდიდან სახეზე იყო დინამიური რყევები, რაც თვის ბოლომდე გრძელდება, რიგ შემთხვევაში ლარის გაუფასურებით, უმრავლეს შემთხვევაში კი გამყარების ნიშნებით, ნოემბერიც სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში სიტუაცია იყო განსხვავებული:
ოქტომბერი, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარის გამყარება-დასტაბილურებით დაიწყო, რაც გარკვეული პერიოდი გაგრძელდა, თვის ბოლოსკენ სახეზე იყო დინამიური გაუფასურება და რყევები, ნოემბერი კი ლარის სტაბილური გამყარებით დაიწყო. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
4 ნოემბერი – 2.7117;
5 ნოემბერი – 2.7109;
6 ნოემბერი – 2.7102;
7 ნოემბერი – 2.7089.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0014 ლარით და 1 აშშ დოლარი 8 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.7075 ლარი ეღირება.
ოქტომბერში ლარის კურსის მეტნაკლებად ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თვის შუა პერიოდიდან სახეზე იყო დინამიური რყევები, თვის ბოლოსკენ და ნოემბერში კი ლარი გარკვეული პერიოდი გამყარდა. ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
4 ნოემბერი – 3.1231;
5 ნოემბერი – 3.1197;
6 ნოემბერი – 3.1127;
7 ნოემბერი – 3.1193.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0079 ლარით და 8 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1272 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვაგვარი სიტუაცია იყო ცალკეული ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – დაფიქსირდა როგორც გაუფასურება, ასევე გამყარება. კერძოდ, ბოლო ვაჭრობაზე, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 8 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5493 ლარი (გაუფასურდა 0.0047 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0641 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6441 (გაუფასურდა 0.0004 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5923 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0784 ლარი (გაუფასურდა 0.0009 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3542 ლარი (გაუფასურდა 0.0074 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8019 ლარი (გამყარდა 0.0015 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0536 ლარი (გამყარდა 0.0031 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.3157 ლარი (გამყარდა 0.0207 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7656 ლარი (გაუფასურდა 0.0038 ლარით).
ოქტომბრის დასაწყისში, ლარის რამდენიმედღიან გამყარებას თუმცა შემდეგ სახეზე იყო დინამიური რყევები. ხოლო თვის ბოლოდან ლარმა ისევ დაიწყო გამყარება-დასტაბილურება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის კი, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
4 ნოემბერი – 3.3487;
5 ნოემბერი – 3.3417;
6 ნოემბერი – 3.3361;
7 ნოემბერი – 3.3402.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0022 ლარით და 8 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3424 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

9 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·