WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 10 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, სექტემბრში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე.

აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, შემდეგ კი ლარის კურსი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, გამყარების ნიშნებით, თვის ბოლოსკენ ისევ საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, თუმცა ოქტომბერი სტაბილური კურსით დაიწყო, გამყარების დინამიკით და ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის:

6 ოქტემბერი – 2.6032;
7 ოქტემბერი – 2.6025;
8 ოქტემბერი – 2.6021;
9 ოქტემბერი – 2.6019.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0014 ლარით და 1 აშშ დოლარი 10 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.6005 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ევროსთან მიმართებით ლარი სექტემბრის დასაწყისში მცირე რყევებით დასტაბილურდა, შემდეგ კი სტაბილურობასთან ერთად ძირითადად სახეზეა დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი, მცირე რყევებით, შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

6 ოქტემბერი – 2.9169;
7 ოქტემბერი – 2.9263;
8 ოქტემბერი – 2.9115
;
9 ოქტემბერი – 2.9100
.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0054 ლარით და 10 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 2.9154 ლარი ეღირება.

იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ძირითადად ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა გამოიკვეთა, მცირე რყევებით. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 10 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4415 ლარი (გაუფასურდა 0.0073 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0527 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5790 (გამყარდა 0.0004 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5298 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1720 ლარი (გამყარდა 0.0088 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1290 ლარი (გაუფასურდა 0.0081 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8855 ლარი (გაუფასურდა 0.0037 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7037 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 ისრაელის შეკელი – 8.5064 ლარი (გაუფასურდა0.0647 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6424 ლარი (გამყარდა 0.0020 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0147 ლარი (უცვლელი დარჩა).

სექტემბრის დასაწყისში ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებით, პირველ კვირაში ძირითადად დასტაბილურდა, შემდეგ სახეზე იყო რამდენიმე დღიანი დინამიური გაუფასურება, რასაც მოჰყვა ერთდღიანი საგრძნობი გამყარება და ისევ გაუფასურება რყევებით, რაც ოქტომბერშიც გაგრძელდა, სერიოზული გამყარებით, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

6 ოქტემბერი – 3.0626;
7 ოქტემბერი – 3.0135;
8 ოქტემბერი – 3.0342;
9 ოქტემბერი – 3.0443
.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0102 ლარით და 10 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0545 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი