11 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 12 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, აგვისტოს პირველ კვირაში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე.
აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში საყურადღებო რყევები დაფიქსირდა და ბოლო კვირაში ლარის კურსი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, გამყარების ნიშნებით. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
8 სექტემბერი – 2.6128;
9 სექტემბერი – 2.6114;
10 სექტემბერი – 2.6104;
11 სექტემბერი – 2.6101.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 12 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.6095 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ევროსთან მიმართებით ლარი აგვისტოს დასაწყისში მცირე რყევებით მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თვის შუა რიცხვებიდან კი ძირითადად სახეზე იყო გაუფასურება, თვის ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში კი მცირე რყევებით ისევ დასტაბილურდა – გამყარების ნიშნებით და ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
8 სექტემბერი – 3.0374;
9 სექტემბერი – 3.0318;
10 სექტემბერი – 3.0364;
11 სექტემბერი – 3.0342.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0095 ლარით და 12 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0247 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ძირითადად ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა გამოიკვეთა. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 12 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5239 ლარი (გამყარდა 0.0097 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0537 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5859 (გაუფასურდა 0.0003 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5353 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1768 ლარი (გაუფასურდა 0.00019 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2007 ლარი (გამყარდა 0.0161 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8899 ლარი (გამყარდა 0.0018 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7308 ლარი (გამყარდა 0.0038 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.5689 ლარი (გამყარდა 0.0667 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6934 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0190 ლარი (უცვლელი დარჩა).
აგვისტოს პირველ ნახევარში ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებით, ძირითადად გამყარდა აგვისტოს შუა რიცხვებიდან იყო რამდენიმე დღიანი გაუფასურება, რასაც ისევ გამყარება მოჰყვა და სექტემბრის დასაწყისშიც ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო რამდენიმე დღიანი გაუფასურება, და ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
8 სექტემბერი – 3.0271;
9 სექტემბერი – 3.0289;
10 სექტემბერი – 3.0513;
11 სექტემბერი – 3.1036.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0113 ლარით და 12 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0923 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
paraleli პოლიტიკა