18 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 19 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, აგვისტოს პირველ კვირაში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე.
აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში საყურადღებო რყევები დაფიქსირდა და ბოლო 2 კვირაში ლარის კურსი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, გამყარების ნიშნებით. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
15 სექტემბერი – 2.6091;
16 სექტემბერი – 2.6085;
17 სექტემბერი – 2.6081;
18 სექტემბერი – 2.6076.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით და 1 აშშ დოლარი 19 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.6071 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ევროსთან მიმართებით ლარი სექტემბრის დასაწყისში მცირე რყევებით დასტაბილურდა ბოლო კვირაში კი სახეზეა გამყარება და კურსი ჩამოცდა 2 -ლარიან ნიშნულს. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
15 სექტემბერი – 3.0112;
16 სექტემბერი – 3.0097;
17 სექტემბერი – 3.0084;
18 სექტემბერი – 2.9927.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0011 ლარით და 19 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 2.9911 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ძირითადად ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა გამოიკვეთა, იყო დინამიური გამყარებაც. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 19 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში. ბოლო ვაჭრობაზეც ლარი უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4815 ლარი (გამყარდა 0.0135 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0534 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5834 (გამყარდა 0.0003 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5339 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1697 ლარი (გამყარდა 0.00013 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1582 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8933 ლარი (გაუფასურდა 0.0061 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7192 ლარი (გაუფასურდა 0.0011 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.5980 ლარი (გაუფასურდა 0.0088 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6507 ლარი (გამყარდა 0.0249 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0190 ლარი (უცვლელი დარჩა).
სექტემბრის დასაწყისში ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებით, პირველ კვირაში ძირითადად დასტაბილურდა, შემდეგ სახეზე იყო რამდენიმე დღიანი დინამიური გაუფასურება და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
15 სექტემბერი – 3.1007;
16 სექტემბერი – 3.0940;
17 სექტემბერი – 3.0886;
18 სექტემბერი – 3.0798.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0174 ლარით და 19 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0972 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
paraleli პოლიტიკა