WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

21 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 22 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.

ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ივლისში და აგვისტოს პირველ კვირაში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და ზოგ შემთხვევაში გაუფასურებაც.

აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

18 აგვისტო – 2.6152;
19 აგვისტო – 2.6145;
20 აგვისტო – 2.6138;
21 აგვისტო – 2.6130.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით და 1 აშშ დოლარი 22 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.6125 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებით ლარი აგვისტოს დასაწყისში მცირე რყევებით მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თვის შუა რიცხვებიდან კი ძირითადად სახეზეა დინამიური გაუფასურება. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

18 აგვისტო – 3.0315;
19 აგვისტო – 3.0265
;
20 აგვისტო – 3.0349;

21 აგვისტო – 3.0575.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0010 ლარით და 22 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0585 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ლარის რყევები გამოიკვეთა – იყო გამყარებაც და გაუფასურებაც. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 22 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5684 ლარი (გაუფასურდა 0.0024 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0544 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5847 (გამყარდა 0.0006 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5369 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1587 ლარი (გაუფასურდა 0.0047 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2709 ლარი (გამყარდა 0.0118 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8864 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7413 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.7445 ლარი (გამყარდა 0.0213 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6472 ლარი (გაუფასურდა 0.0025 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0190 ლარი (უცვლელი დარჩა).

ივლისი, რუსულ რუბლთან მიმართებით, ლარის დასტაბილურებით დაიწყო და რამდენიმე დღის შემდეგ ერთჯერად საგრძნობ გაუფასურებას უკვე დინამიური გამყარება მოჰყვა, რაც ძირითადად აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, თუმცა ბოლო კვირას ისევ დაიწყო გაუფასურება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

18 აგვისტო – 3.0686;
19 აგვისტო – 3.0750;
20 აგვისტო – 3.0773;
21 აგვისტო – 3.1383
.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0126 ლარით და 22 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1509 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი