ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 23-25 მაისის პერიოდისთვის

4 hours ago 2

22 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 23 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.

აპრილი ლარის მეტნაკლები სტაბილური კურსით დაიწყო, მცირე რყევებით, თუმცა შემდეგ სრულიად განსხვავებული კურსი/დინამიკა დაფიქსირდა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, მაისში კი ლარი დინამიურად გამყარდა.

აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

19 მაისი – 2.6774;
20 მაისი – 2.6758;
21 მაისი – 2.6751;
22 მაისი – 2.6750.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 23 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6744 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებით, აპრილის ბოლო და მაისის პირველი კვირა ლარის საგრძნობი რყევებით გამოირჩევა, თუმცა შემდეგ დაიწყო ლარის საგრძნობი გამყარება., რაც გასულ კვირაშიც გაგრძელგა. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

19 მაისი – 3.1146;
20 მაისი – 3.1079;
21 მაისი –
3.1034;
22 მაისი – 3.1042.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0023 ლარით და 23 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1020 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის საგრძნობი გამყარება, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 23 მაისიდან 3 დღის განმავლობაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5904 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0585 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6042 (გამყარდა 0.0006 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5733 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2773 ლარი (გამყარდა 0.0314 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4008 ლარი (გაუფასურდა 0.0057 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9351 ლარი (გაუფასურდა 0.0024 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7948 ლარი (გაუფასურდა 0.0141 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 9.2421 ლარი (გაუფასურდა 0.0664 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6807 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0202 ლარი (უცვლელად დარჩა)

მაისი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად ლარის გაუფასურებით მიმდინარეობს. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

19 მაისი – 3.6920;
20 მაისი – 3.5680;
22 მაისი – 3.7598;
23 მაისი – 3.7830
.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0299 ლარით და 23 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.7531 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სრულად წაკითხვა