26 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 27 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ივნისში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და ზოგ შემთხვევაში გაუფასურებაც.
აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
23 ივნისი – 2.6487;
24 ივნისი – 2.6480;
25 ივნისი – 2.6473;
26 ივნისი – 2.6468.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 27 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6462 ლარი ეღირება.
ევროთან მიმართებით ივნისი ძირითადად ლარის რყევებით გამოირჩევა, თუმცა მაინც სახეზე იყო უფრო გამყარების ტენდენცია, რაც ბოლო ვაჭრობებზე გაუფასურებით შეიცვალა. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
23 ივნისი – 3.0351;
24 ივნისი – 3.0200;
25 ივნისი – 3.0026;
26 ივნისი – 3.0033.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0144 ლარით და 27 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0177 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის დასტაბილურება–გამყარება, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე რიგ შემთხვევებში მოხდა საგრძნობი გაუფასურებაც და ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 27 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4980 ლარი (გაუფასურდა 0.0127 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0568 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5895 (გაუფასურდა 0.0007 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5566 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1956 ლარი (გაუფასურდა 0.0057 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2738 ლარი (გაუფასურდა 0.0158 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8915 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.8031 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.8274 ლარი (გამყარდა 0.0595 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6373 ლარი (გამყარდა 0.0020 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0193 ლარი (უცვლელად დარჩა)
ივნისის დასაწყისში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, რყევებისა და გაუფასურების შემდეგ, ლარის დასტაბილურებისა და გამყარების ტენდენციები გამოიკვეთა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
23 ივნისი – 3.5959;
24 ივნისი – 3.5526;
25 ივნისი – 3.5396;
26 ივნისი – 3.5157.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.1105 ლარით და 27 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4052 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

7 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·