2 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 3 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, სექტემბრში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე.
აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, შემდეგ კი ლარის კურსი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, გამყარების ნიშნებით, თვის ბოლოსკენ ისევ საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, თუმცა ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა სტაბილური კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
29 სექტემბერი – 2.6055;
30 სექტემბერი – 2.6051;
1 სექტემბერი – 2.6047;
2 სექტემბერი – 2.6042.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0003 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.6039 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ევროსთან მიმართებით ლარი სექტემბრის დასაწყისში მცირე რყევებით დასტაბილურდა, შემდეგ კი სტაბილურობათან ერთად ძირითადად სახეზეა დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
29 სექტემბერი – 2.9632;
30 სექტემბერი – 2.9552;
1 სექტემბერი – 2.9576;
2 სექტემბერი – 2.9407.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც საგრძნობლად გამყარდა, 0.0150 ლარით და 3 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 2.9257 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ძირითადად ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა გამოიკვეთა, იყო დინამიური გამყარებაც. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 3 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4392 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0530 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5787 (გამყარდა 0.0015 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5320 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1762 ლარი (გაუფასურდა 0.00120 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1440 ლარი (გაუფასურდა 0.0278 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8827 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7037 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.4964 ლარი (გაუფასურდა0.0324 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6518 ლარი (გაუფასურდა 0.0053 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0149 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით).
სექტემბრის დასაწყისში ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებით, პირველ კვირაში ძირითადად დასტაბილურდა, შემდეგ სახეზე იყო რამდენიმე დღიანი დინამიური გაუფასურება, რასაც მოჰყვა ერთდღიანი საგრძნობი გამყარება და ისევ გაუფასურება რყევებით, რაც ბოლო ვაჭრობებამდე გაგრძელდა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
29 სექტემბერი – 3.0866;
30 სექტემბერი – 3.0921;
1 სექტემბერი – 3.1039;
2 სექტემბერი – 3.1195.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0014 ლარით და 3 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1209 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
paraleli პოლიტიკა