30 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 31 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, სექტემბრში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე, რაც ოქტომბერშიც გაგრძელდა.
აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, შემდეგ კი ლარის კურსი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, გამყარების ნიშნებით, თვის ბოლოსკენ ისევ საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, თუმცა ოქტომბერი სტაბილური კურსით დაიწყო, გამყარების დინამიკით, თვის ბოლო 2 ვაჭრობამდე. ხოლო ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის:
27 ოქტემბერი – 2.5966;
28 ოქტემბერი – 2.5960;
29 ოქტემბერი – 2.5957;
30 ოქტემბერი – 2.5959.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, საგრძნობლად, დინამიკასთან მიმართებით, 0.0033 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.5992 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ევროსთან მიმართებით ლარი სექტემბრის დასაწყისში მცირე რყევებით დასტაბილურდა, შემდეგ კი სტაბილურობასთან ერთად ძირითადად სახეზეა დინამიური გამყარება. ოქტომბერში კი სახეზე იყო ჯერ დინამიური გაუფასურება სერიოზული რყევებით, შემდეგ სტაბილური კურსი და გამყარება, თუმცა ბოლო დღეებში ისევ გაუფასურდა, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
27 ოქტემბერი – 2.9082;
28 ოქტემბერი – 2.8943;
29 ოქტემბერი – 2.8875;
30 ოქტემბერი – 2.8934.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, საგრძნობლად 0.0182 ლარით და 31 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 2.9116 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით ძირითადად სახეზე იყო ლარის კურსის რყევები. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 31 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უკვე აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გაუფასურდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4902 ლარი (გაუფასურდა 0.0317 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0520 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5730 (გაუფასურდა 0.0032 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5292 ლარი (გაუფასურდა 0.0019 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2100 ლარი (გაუფასურდა 0.0303 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1636 ლარი (გაუფასურდა 0.0303 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9064 ლარი (გაუფასურდა 0.0103 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7373 ლარი (გაუფასურდა 0.0121 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.3276 ლარი (გამყარდა 0.0105 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6521 ლარი (გაუფასურდა 0.0094 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0139 ლარი (უცვლელი დარჩა).
ოქტომბრის დასაწყისში რუსულ რუბლთან მიმართებით ლარის ორდღიანი საგრძნობი გამყარების შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდა, თვის შუა რიცხვებში ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა და ისევ გააგრძელა გაუფასურება. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი, ისევ დასტაბილურდა და კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
27 ოქტემბერი – 3.2221;
28 ოქტემბერი – 3.2175;
29 ოქტემბერი – 3.2230;
30 ოქტემბერი – 3.2227.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0080 ლარით და 24 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2307 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
paraleli პოლიტიკა