4 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 5 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, აგვისტოს პირველ კვირაში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე.
აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა თვის ბოლოსკენ საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, რაც სექტემბერშიც გაგრძელდა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
1 სექტემბერი – 2.6156;
2 სექტემბერი – 2.6250;
3 სექტემბერი – 2.6205;
4 სექტემბერი – 2.6180.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0054 ლარით და 1 აშშ დოლარი 5 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.6126 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ევროსთან მიმართებით ლარი აგვისტოს დასაწყისში მცირე რყევებით მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თვის შუა რიცხვებიდან კი ძირითადად სახეზე იყო გაუფასურება, თვის ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში კი მცირე რყევებით ისევ დასტაბილურდა – გამყარების ნიშნებით და ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
1 სექტემბერი – 3.0333;
2 სექტემბერი – 3.0424;
3 სექტემბერი – 3.0314;
4 სექტემბერი – 3.0366.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0002 ლარით და 5 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0364 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ლარის რყევები გამოიკვეთა, ამასთან იყო გამყარებაც და გაუფასურებაც. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 5 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5359 ლარი (გაუფასურდა 0.0050 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0539 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5863 (გაუფასურდა 0.0062 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5370 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1798 ლარი (გამყარდა 0.00050 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2294 ლარი (გამყარდა 0.0043 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8931 ლარი (გამყარდა 0.0026 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7648 ლარი (გამყარდა 0.0058 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.6861 ლარი (გაუფასურდა 0.0310 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6714 ლარი (გამყარდა 0.0021 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0190 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით).
აგვისტოს პირველ ნახევარში ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებით, ძირითადად გამყარდა აგვისტოს შუა რიცხვებიდან იყო რამდენიმე დღიანი გაუფასურება, რასაც ისევ გამყარება მოჰყვა და სექტემბრის დასაწყისშიც ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
1 სექტემბერი – 3.0261;
2 სექტემბერი – 3.0264;
3 სექტემბერი – 3.0184;
4 სექტემბერი – 3.0204.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე ისევ გამყარდა, 0.0015 ლარით და 5 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0189 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
paraleli პოლიტიკა