WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნატოსა და ევროკავშირის წევრი ლატვიის საჰაერო სივრცეში ისევ აღმოჩნდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.

ლატვიის შეიარაღებული ძალების მიერ 14 აგვისტოს გამთენიისას გავრცელებული ცნობით, მოკავშირეთა გამანადგურებლებმა დრონი წარმატებით ჩამოაგდეს და ქვეყნის საჰაერო სივრცეში საფრთხე აღარ არის.

ვისი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა ლატვიის საჰაერო სივრცეში, ჯერჯერობით უცნობია. შეიარაღებული ძალების თანახმად, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

გამოცემა Delfi-ს ცნობით, ლატვიის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებმა 14 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათისთვის მობილურ ტელეფონებზე მიიღეს შეტყობინება საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხის შესახებ და რეკომენდაცია, რომ თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

საფრთხეზე რეაგირებისთვის გაგზავნეს ნატოს გამანადგურებლები, რომლებიც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეთა პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.

  • უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ლატვიის ტერიტორიაზე დრონები არაერთხელ აღმოჩნდნენ.
  • ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიაში დრონი ჩამოაგდეს 2026 წლის ივნისშიც.