"ლაშა გაბიტაშვილმა გადმომცა გითხრათ, რომ..." - რას წერს ლაშას მეგობარი სოც. ქსელში

7 hours ago 1

დღეს აბუ დაბიში პარლამენტის დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა გაბიტაშვილს, რომელიც მეუღლესთან ერთად საუზმობდა.

ლაშას მეგობარი სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას:

"მეგობრებო, ბევრნი მეკითხებით და აქ დავწერ - ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს ფეისბუქი. გადმომცა გითხრათ, რომ არის კარგად, ისიც, და მისი მეუღლეც.

ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. შესაბამისად, ლაშამ გამოიძახა პოლიცია და ახლა ცდილობს სასამართლოში აღძრას საქმე მათ წინააღმდეგ.

წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი" - წერს ნიკა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა