ლაშა ტალახაძე: "ამის გამო დიდი სურვილი მაქვს, ხვიჩა პირადად გავიცნო"

21 hours ago 3

სამ გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ TST სპორტ-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სპორტსმენი ასეთი წარმატების შემდეგ არ იცვლება და კეთილშობილების მაგალითია. სიმართლე გითხრათ დიდი სურვილი მაქვს, ხვიჩა პირადად გავიცნო.

"არ მქონია საშუალება, კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ამ ადამიანის მიმართ ჩემი შთაბეჭდილება დამიფიქსირებინა. დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტსივრცეში მისალოცი მესჯებით ვურთიერთობთ.

"პირველ რიგში ის ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს უმნიშვნელოვანსია სპორტსმენისთვის. ასეთი ადამიანის ყველაფერი გამიხარდება და არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრს. 

"ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავის სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.

"კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და პლუს, დამატებითი დრო ნანახი. არასდროს არ მიგულშემატკივრია, საქართველოს ნაკრების გარდა, სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც "ნაპოლის" თამაშია, სამეგობრო და ვუყურებთ", - თქვა ტალახაძემ.

სრულად წაკითხვა