უფლებადამცველი, გარემოსდამცველი, ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი თავის კატეგორიულ პოზიციას აფიქსირებს ენერგორესურსებთან დაკავშირებით:
“დიახაც, არა დიდ და გამანადგურებელ ჰესებს!!!
ნამახვანჰესის კაბალურ ხელშეკრულებაზე პასუხი ბიძინას და ხელმომწერ თვალთხარიას მოსთხოვეთ!
21-ე საუკუნეში ჰესომანიის მხარდაჭერა ან სრული უვიცობის, ანაც ფინანსური ინტერესის დასტურია!
ამ დროისთვის საქართველოს ისედაც მცირე ენერგოდეფიციტი ბიძინას და მისი ბანდის მსხვილი კრიპტოვალუტშიკების ბრალია!
ოდესმე, რაიმე დასაქმებას ორიენტირებულ დარგს თუ განვავითარებთ – მზის, ქარის, თერმული წყლების კონბინირებაა სწორი გზა!
ჰოდა, ბარემ პირდაპირ გეტყვით, მარტო ქოცები კი არა, სამწუხაროდ ოპოზიციის დიდი ნაწილიც კრიპტომანიაკია და ბევრი ცნობადი ადამიანი ან ფეხის ხმას აყოლილი ან ჰესოპროპაგა*დონების მოსყიდული!” – წერს ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა