ლეგენდარული ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პარედესი ყველაზე მეტად ესპანელ კინორეჟისორ პედრო ალმოდოვართან მრავალწლიანი თანამშრომლობითაა ცნობილი. მსახიობმა ალმოდოვარის არაერთ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა მაღალი ქუსლები, ყველაფერი დედაჩემის შესახებ და ჩემი საიდუმლოს ყვავილი (ამ უკანასკნელმა მას ესპანეთის მთავარი კინოპრემიის, გოიას ჯილდოს, ნომინაცია მოუტანა).
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ პარედესი საქართველოშიც იმყოფებოდა და ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო.