გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი 2024 წლის დასაწყისში, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "კაიზერის" მემკვიდრეობას გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია "სახელობითად შემოინახავს".
გერმანიის სუპერთასს მომავალი, 2025/26 წლების სეზონიდან "ფრანც ბეკენბაუერის სახელობის თასი" დაერქმევა.
როგორც იცით, ეს ტურნირი წელიწადში ერთხელ ტარდება, და გამარჯვებისთვის ერთმანეთს ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონი და გერმანიის თასის, იგივე DFB Pokal-ის გამარჯვებული ხვდება.