824
მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, მაკა ცინცაძესთან ეთერში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის მისამართი გაასაჯაროვა, ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამ დროისთვის წაშლილია ვიდეო ოფიციალური პლატფორმებიდან. საზოგადოების ნაწილი მის გადადგომას მოითხოვს.
ლაშა ბერულავა:
,,არაა საჭირო, ყველა ეთერში ამტკიცებდე, რა &&ც ხარ, ვიცით ისედაც”
მარიკა არევაძე:
,,ერთი უბედურებაა, რომ ძალადობა გამოვლილ ქალებს უწევთ გარიდება, ცხოვრების პირობების შეცვლა, გადამალვა.
მეორე უბედურებაა, რომ გვყავს სახალხო დამცველი, რომელიც ვერ აცნობიერებს რა ხდება, რა უნდა თქვას და რა არა.“
გიორგი ფოფხაძე:
,,მარტო @@@ კი არ ხარ, სისხლის სამართლის დამნაშავე ხარ და თან ძალიან მაგარი გასალახავი მაგ ყველაფეისათვის. შე გარეწარო გაქსუებულო შენ…”
გიორგი კალატოზიშვილი:
,,თქვენი ინტერვიუდან რა დასკვნა უნდა გამოიტანონ მაყურებლებმა? თუ ვერ ვპოულობთ ტრეფიკინგის მსხვერპლს აჭარაში, საკმარისია დავადგინოთ სად ტარდება მეტადონის პროგრამა აჭარაში? მეტადონის პროგრამის ბენეფიციარები საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის? მოთარეშე ბოროტმოქმედთა ჯოგია, რომელმაც შეიძლება გადაუაროს პატარა ბავშვებს? საერთოდ გააზრებული გაქვთ, რას ემსახურებით? გააზრებული გაქვთ, ვის ინტერესებს უნდა იცავდეთ? გააზრებული გაქვთ, რა შედეგი შეიძლება მოყვეს თქვენი მხრიდან გაჟღერებულ ამ მოწოდებებს?! თქვენ დღესვე უნდა დაგეტოვებინათ თქვენი თანამდებობა და ბოდიშიც უნდა მოიხადოთ ამ ტელეინტერვიუსთვის…
ხვალვე უნდა გადადგეს!
თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,საქართველოს მთავრობა – იზრუნეთ ახალ, უსაფრთხო ადგილზე რომ გადაიყვანოთ.
Update: წაიშალა ვიდეო, ხალხი მაინც გადასაყვანია.”
ვენერო მელუა:
,,რადგან ვიდეო აღარაა განთავსებული არც ერთ ოფიციალურ გვერდზე (სადმე შეიძლება ედოს ვინმეს, ან არქივებში იყოს, ამას ვეღარაფერს ვუშველით), მოგიყვებით, რა ქნა ლევან იოსელიანმა და მერე მოგიყვებით, რა უნდა ქნას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო – State Care Agency-მ.
ლევან იოსელიანმა საჯაროდ გათქვა ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ლოკაცია.
ეს გასაიდუმლოებული ლოკაციაა, რადგან იქ მცხოვრები ადამიანები (ძირითადად ქალები და ბავშვები) არიან გამორიდებული მოკვლის და ძალადობის საფრთხეს.
ამ ლოკაციის გაგებაზე ნადირობენ მოძალადეები. ნადირობენ ადამიანებით მოვაჭრეები საერთაშორისო ქსელებიდან (რადგან აქ განთავსებულები არიან ტრეფიკინგის მსხვერპლებიც) !!!
ლევან იოსელიანმა ეს ლოკაცია ლანგარზე დადო და ისე მიართვა მათ.
არც ერთი ადამიანი, ვინც ახლა იმ თავშესაფარშია, არაა უსაფრთხოდ. არათუ მხოლოდ მასზე მოძალადისგან ემუქრება უკვე საფრთხე, არამედ მასთან ერთად ვინც ცხოვრობს, იმაზე მოძალადისგანაც. ეს საფრთხე შეიძლება იყოს: ფიზიკური ძალადობა, მუქარა, შანტაჟი, ყველაფერი უბედურება და სიკვდილი (!!!).
ეს ქნა სახალხო დამცველმა, მეგობრებო. გავიაზროთ კარგად.
ახლა რა უნდა მოხდეს, რომ ამ კაცის მიერ მიმდგარი ზიანი გამოსწორდეს?
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო – State Care Agencyმ კეთილი უნდა ინებოს და მოახდინოს თავშესაფრის რელოკაცია, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ!
ეს რომ ნორმალური სახელმწიფო იყოს, ამაზე საჯაროდ არ დავწერდით. მაგრამ ეს სახელმწიფო არაა. აქაურობა რეჟიმის კანტორადაა ქცეული.
ზრუნვის სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე დარახველიძის ცოლია.
ქმარი ხალხს აწამებდეს და ცოლი ზრუნავდეს, ცოტა არავის არ გვჯერა.
ამიტომ, ამაშიც ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ და მოვთხოვოთ ზრუნვის სააგენტოს, სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები.”