ლევან კაკავამ შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა – მას ირაკლი ბერაია შეცვლის

4 weeks ago 8

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა – მას ირაკლი [დაჩი] ბერაია შეცვლის. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

კაკავა აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

ბერაია აქამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, სადაც 3 აპრილს დაინიშნა.

იქამდე, 2025 წლის 13 იანვარს, ივანიშვილის იუსტიციის იმ დროინდელმა მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ბერაია თავის მოადგილედ დანიშნა.

სრულად წაკითხვა