ლევან ხაბეიშვილი სასტიკადაა ნაცემი

2 weeks ago 26

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტიკადაა ნაცემი. როგორც პარტიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, ის ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

ლევან ხაბეიშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრების გავრცელებამდე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ ხაბეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან „საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა“ გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო:

„რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გათავისუფლოს იგი“ ,- აცხადებდნენ პარტიაში.

პარტიის განცხადებიდან მალევე, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დეპუტატი სასტიკადაა ნაცემი. მოგვიანებით „ნეტგაზეთს“ პარტიაში დაუდასტურეს, რომ ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

სრულად წაკითხვა