“ლევანი არასოდეს ახსენებდა შენს ცოლს, საყვარელს, – მხოლოდ იმიტომ რომ შენთვის მოეყენებინა შეურაცხყოფა” – ვიკა ბუკია

1 hour ago 4

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:

სანამ მე ბავშვების წინდებზე დავრბივარ, თურმე პარლამეტის ტრიბუნაზე დგას კაცი, რომელიც საკუთარ თავს პრემიერს ეძახის და ბურატინოვაო გაიძახის.

მიუხედავად იმისა რაც მერე მოხდა, თმაგაშლილი კობახიძის ყურება უკიდურესად სასიამოვნოა. ვერ დავმალავ. თან ეს კვერცხის ფასი მართლაც ყოფილა მისი სისუსტე, აწი სულ მაგას მივაძახებ, მადლობა რომ გამაგებინა. ეტყობა ძნელია პრემიერობა რომ გინდა და კვერცხზე იგუგლები, მაგრამ რას იზამ. ეს ფასია მონობის, რომელიც უნდა გადაიხადოს, ეს მისი არჩევანია.

მაგრამ ახლა სხვა რამე მინდა გავამახვილო ყურადღება:

მე არ მახსენა ცალკეულად, მახსენა ლევანის გამო, რადგან გამწარებულია იმაზე, რომ ის სულ ამ კვერცხზე დასცინის. დაესხა თავს ლევანს და არა მე და მახსენა მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა. ანუ წარმოიდგინეთ უხსენა ოპონენტს მისი ოჯახის წევრი.

ჰოდა, ეს არის ზუსტად ის რის გამოც ქოცი ქართველი ვერ იქნება.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ამიტომ ვერ იქნები შენ კობახიძე არათუ პრემიერი, რიგითი კაციც კი. ამით განსხვავდება თუნდაც ლევანი შენგან, რომელსაც ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი: არასდროს არ მოუვიდოდა თავში

ეხსენებინა შენი ოჯახის წევრი, ცოლი, საყვარელი მხოლოდ იმიტომ რომ შენთვის მოეყენებინა შეურაცხყოფა.

არ იკადრებდა ამას არასდროს. ადამიანია შენგან განსხვავებით. შენ მართლა არ ვიცი ვინ ხარ. მგონი მართლა კვერცხის ფასთან დამარცხებული მთხლე ხარ.

და კიდევ, ბურატინოვა არ ვარ მე, რუსო. ბურატინჩენკო ვარ.

ლაშა ტალახაძე, შენ ამოპლები ციხეში დღევანდელი დღისთვის.

სრულად წაკითხვა