WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

18

ალეკო ელისაშვილმა, სასამართლო პროცესზე, თქვა:

პროკურატურას 30 მოწმე ჰყავს მარტო იმასთან დაკავშირებით, მართლა დავუძახე თუ არა სადისტ პოლიციელს “არაკაცი”. დავუძახე! ციხეში, თაკარა მზეში გამომძიებლები მოვიდნენ, რამდენი ფურცელი, მელანი და ბენზინი დახარჯა სახელმწიფომ მარტო იმის დადგენაში, მართლა დავუძახე თუ არა “არაკაცი”. დავუძახე, არ უარვყოფ!

ორ დანაშაულზე იყო იმ პროცესზე საუბარი, პირველი, ხელბორკილები 4 საათი არ მომხსნეს და მარცხენა ხელიდან სისხლი მომდიოდა. “წინ მაინც დამიმაგრეთ ეს ხელბორკილები-მეთქი”, ზუსტად იმ პოლიციელს ვეუბნებოდი. თავის ქვეშევრდომ პოლიციელს უკრძალავდა ხელბორკილების მოხსნას. ორი პოლიციელი იყო იმ პროცესზე მოსული. ერთი შევაქე, ადამიანი იყო და იმიტომ. მეორეს არაკაცი დავუძახე.

წყალი, რომ ვითხოვე, ერთი ცდილობდა მოეწოდებინა და ეს ჭიპაშვილი, მართლა არაკაცი, ეუბნებოდა, არ დაალევინოო. დაინახეს, რომ სისხლი მომდიოდა მარცხენა ხელიდან და მაჯები მქონდა დახეთქილი. ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან, ბედნიერი იყო. არაფერს ვიგონებ და მეორე დანაშაული იყო ის, რომ ასეთ ადამიანს არაკაციც დავუძახე, “ახვარიც” და “ნაბიჭვარიც”, იმსახურებდა.

ეს პოლიციელი მოქმედი პოლიციელია. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მე არაფერი დამკლებია, უბრალოდ გაოგნებული ვარ, რანაირი ხალხი მუშაობს პოლიციაში? სად არის იმ საქმის გამოძიება? შეწყვიტეს! დანაშაულის ნიშნები არ არისო. იზოლატორში დაფიქსირებული იყო ხელები დაჩეხილი რომ მქონდა. მე ხომ არ დავიჩეხავდი არა? მკურნალობაც ჩამიტარეს, იქ ორი კვირა მიმკურნალეს მაჯებზე. ამით დაინტერესდით? იქნებ მე თვითონ დავიზიანე ეს მაჯები?…

მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ, მაგრამ ერთს ვიტყვი, “პაგონები” არ დარჩეს ციხის გზაზე. გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო”

ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა. მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და წარუდგინა კიდევ ერთი ეპიზოდი, რომლის მიხედვითაც მან მანამდე, 2025 წლის 4 მაისსაც სცადა თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივისა და ფასადის დაწვა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით [ტერორისტული აქტის მცდელობა] მიმდინარეობს, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.