ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი „ოცნების“ მთავრობას რუსეთის მარიონეტს უწოდებს

5 days ago 4

ლიეტუვის თავდაცვის ახალი მინისტრი დოვილე შაკალიენე „ქართული ოცნების“ მთავრობას რუსეთის მარიონეტად მოიხსენიებს.

ასე გამოეხმაურა ის „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთსა და ლიეტუვას ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და მათმა ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი.

„როგორც ქვეყანა, რომელმაც მოახერხა რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქებისგან თავის დაღწევა, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას ჩაგვრისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში.

გამაგრდით, რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ. იმედია ერთ დღეს გნახავთ ევროკავშირში“, – წერს X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

As a country that managed to shake off oligarchs with ties to russia, #Lithuania stands with the people of #Sakartvelo in their fight for freedom from oppression.

Stay strong, russian puppets don’t last long 💪

Hope to see you in #EU one day! 🇪🇺 https://t.co/c8R1FBZme0

— Dovilė Šakalienė (@DSakaliene) December 16, 2024

ლიეტუვამ და ესტონეთმა „ქართული ოცნების“ 30-მდე მაღალჩინოსანი დაასანქცირა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. ასევე, ლატვიამ საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატთა სიაში შეიყვანა.

პასუხად „ქართული ოცნების“ მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ ესტონეთსა და ლიეტუვას ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და მათმა ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი. მათივე განცხადებით, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების საპასუხოდ სანქციების დაწესებას არ აპირებენ.

სრულად წაკითხვა