ESPN-ის ინფორმაციით, ლივერპული ბრაიტონის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ჟოაო პედროს ტრანსფერით არის დაინტერესებული.
პედროს სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევრო გახლავთ და მას ხელშეკრულება ბრაიტონთან კიდევ 4 წლით, 2028 წლამდე აკავშირებს.
როგორც იწერება, ლივერპულს ფეხბურთელის გაფორმება ზამთარშივე სურს, რაც ძალიან რთული იქნება, რადგან ბრაიტონს მისი დათმობა არ სურს.