ლონდონის ტოტენჰემმა ლანსიდან კევინ დანსო დაიმატა

2 hours ago 1

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ლონდონის ტოტენჰემმა ფრანგული ლანსიდან 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ კევინ დანსო დაიმატა.

ფეხბურთელი ლონდონელებთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გააფორმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დანსოს ტრანსფერი მანამდე ვულვერჰემპტონს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა "ქურდი" სწორედ ტოტენჰემი გამოდგა.

26 წლის ავსტრიელი მცველი ლანსში 2021 წლიდან თამაშობდა. სხვათა შორის, დანსოს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს მიღებული. მას 2019/2020 წლებში საუთემპტონის მაისურით 6 მატჩი აქვს გამართული.

სრულად წაკითხვა