ლოს-ანჯელესში გაიმართა „ოქროს გლობუსით" დაჯილდოების ცერემონია

1 day ago 1

ლოს-ანჯელესში გაიმართა პრესტიჟული კინოპრემიით, „ოქროს გლობუსით", დაჯილდოების 82-ე ცერემონია. საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს ამერიკელი რეჟისორის, ბრეიდი კორბეტის „ბრუტალისტი“ - ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილ უნგრელ ებრაელ არქიტექტორზე.

კორბეტს „ოქროს გლობუსი" გადაეცა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაშიც, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელ ედრიან ბროუდის - დრამატულ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.

ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ბრაზილიელი ფერნანდა ტორესი, ფილმისთვს „მე ჯერ კიდევ აქ ვარ“.

საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის და საუკეთესო მიუზიკლის, ან კომედიის კატეგორიებში გაიმარჯვა ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის „ემილია პერესმა“.

მიუზიკლში, ან კომედიაში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს სებასტიან სტენი(ფილმი „სხვა ადამიანი), ხოლო ამავე კატეგორიაში ქალის როლისთვის თავის კინოკარიერაში პირველი „ოქროს გლობუსი“ მიიღო დემი მურმა(ფილმი „სუბსტანცია“).

სრულად წაკითხვა