ქრისტეს შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც 7 იანვარს აღინიშნება საქართველოში და უდიდესი სულიერი ღირებულების მქონე დღეა.
შობის ღამეს ყველა ქრისტიანი ფანჯარასთან სანთელს ანთებს, მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, აღმოსავლეთით უკეთესია, რადგან სწორედ აქედან ამოდის "სიმართლის მზე".
ამ დღეს სანთლის ანთებისას უნდა წარმოვთქვათ ლოცვა:
ტროპარი: "შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა".
კონდაკი: "ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი".