ლუის ენრიკე: "ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონია"

1 week ago 5

"პარი სენ ჟერმენს" ხვალ ლიგა ერთის ტურის ცენტრალური მატჩი ელის, სადაც ლიონის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ თავის კრიტიკოსებს უპასუხა.

"სტატისტიკურად, ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ეს საუკეთესო სეზონია, მიუხედავად თქვენი კრიტიკისა. ტყუილებს მედია იგონებს. ეს სეზონი საუკეთესოა რიცხვების, შექმნილი შანსების რაოდენობისა და მიღებული საგოლე შანსების რაოდენობის მიხედვითაც საუკეთესოა.

ვაკვირდები ყველაფერს, რასაც გუნდი აკეთებს. ჩვენ ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებულნი. ვხედავ, რომ ვარჯიშის დონე ყოველდღე იზრდება. ფეხბურთელები უმჯობესდებიან.

მე ამ მოთამაშეების მწვრთნელი ვარ და არა მამა, ძმა ან მეგობარი. გადაწყვეტილებებს მე ვიღებ და ეს პრობლემას არ მიქმნის. ვაკეთებ იმას, რაც გუნდისთვისაა საუკეთესო.

ყველამ უნდა დატოვოს კომფორტის ზონა. ეს ეხებათ იმ ფეხბურთელებსაც, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. ჩემს კარიერაში მუდამ ასე ვმოქმედებდი და ამის შეცვლას არ ვაპირებ," - თქვა ლუჩომ.

ლიგა 1-ში პარიზელებს მართლაც წარმატებული სეზონი აქვთ, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ და უახლოეს მდევარ "მარსელს" 5 ქულით უსწრებენ. იმავეს ვერ ვიტყვით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც "პსჟ" 25-ეა და ტურნირიდან გამოთიშვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

აქვე გეტყვით, რომ ხვალინდელი ჯახი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა