ლუკა ლოჩოშვილს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

4 weeks ago 11

როგორც მოგეხსენებათ, 26 წლის ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი “კრემონეზეს” ღირსებას იცავს.

სამწუხაროდ, ბოლო დროის განმავლობაში ლოჩოს ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სალერნიტანა” მზად არის ქართველი მცველი დაიმატოს.

ცნობისთვის, ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ში მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “სალერნიტანა” სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილს იკავებს.

სრულად წაკითხვა