WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

21 აგვისტოს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ პერმის იმ რაიონში, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. მისი მფლობელი კომპანია „ლუკოილია“.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინულ დრონებს იგერიებდნენ.

მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა Exilenova+-მა და Supernova+-მა პერმის მცხოვრებთა მიერ გადაღებულ კადრებსა და მათგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარია.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზით დაადგინა, რომ კვამლია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზის“ თავზე.

  • „ლუკოილის“ პერმის ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, წელიწადში 13 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს და საავიაციო ნავთს აწარმოებს.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა პერმის ქარხანას ორჯერ დაარტყეს 2026 წლის გაზაფხულზე და დაახლოებით სამი კვირის წინაც, 29 ივლისს.
  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.