2
საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის, ყოფილი პრესმდივანი, გია აბაშიძე:
ჩემი პროფესიიდან/CV-დან გამომდინარე, ხშირად მიწევს ურთიერთობა ე.წ. დამსანქცირებელი ევროაქტორების წარმომადგენლებთან. ევროკრატიის წარმომადგენელ ოპონენტებთან კომუნიკაცია ზრდილობიან ფორმატშია, არ ვტლინკაობ, მაგრამ ქართული თუ ინგლისური კლასიკური იუმორით სათქმელს ვამბობ.
იმიერ “ბაბლში” ყოველთვის მაქვს ზემყარი არგუმენტი – ეს ე.წ. ფურცლები, რეზოლუციების სახით, თუ ე.წ. სანქციები ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე რაიმე გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე? ხომ გიყვართ გაზომვები ე.წ. ზეგავლენისა საზოგადოებაზე (impact on society), თქვენივე ინდექსები რას გეუბნებათ?
Smart ანალიტიკოსები მეთანხმებიან და რა ვქნათ, გადაწყვეტილებების მიმღებნი არ ვართ, ოდენ მრჩევლებიო. დუნდუკი ბიუროკრატებთან, რომლებიც სტანდარტულ ბლა ბლას ბოდავენ, არანაირი შემდგომი გადაკვეთა.
რისი თქმა მინდა – გლუვტვინიანი ფსევდოლიბერალები ხშირად უსინდისოდ მაბრალებენ, რომ ე.წ. “ანტიზაპადნიკი” ვარ (Anti-Western-ს რუსული უფრო შეესატყვისება). მე ჩემი მშობელი ერის შვილი ვარ და უნამუსო იარლიყები იმათგანაა, ვინც ლარზე თუ ვალუტაზე არა თუ სახელმწიფოს, ოჯახს გაყიდის.
ამას წინათ, ერთი ქართველი პროფესორი ვითომ მამუნათებდა ჩემს ე.წ. ანტიევროპულობაზე. დიახ, ანტი-კალასი/ანტი-ფონ დერ ლაიდენი ვარ, მაგრამ არა “ვესტერნფობი” და არანაირი ფობი. საქართველო, უწინარესად, ჩრდილოელი თუ დასავლელი ოკუპანტების გარეშე!
მაგრამ მეცნიერისგან დასმულ შეკითხვაზე, თუ ვის გრანტზეა ის, პასუხი ვერ მივიღე გარდა აკაცუკური შეურაცხყოფისა.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·