დღეს მადრიდის "რეალმა" 18 წლის არგენტინელი მარჯვენა გარემარბი, ფრანკო მასტანტუონო წარადგინა, რომელთან ერთადაც პრესკონფერენციაც შედგა.
სხვადასხვა კითხვებში, ცხადია გამოერია ყველაზე "პოპულარულიც", როცა ფრანკოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რომელი იყო მისი ფავორიტი: რონალდუ თუ მესი, რაზეც არგენტინელმა მარტივად უპასუხა: "მესი, მე არგენტინელი ვარ".