მათე დევიძე მაგალითად დარჩება სინდისის და ღირსების – სალომე ზურაბიშვილი

1 month ago 10

ფოტო – პუბლიკა

მათე დევიძე მაგალითად დარჩება სინდისის და ღირსების – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოცცადგილიან დარბაზში რომ ჩანიშნავ მათე დევიძეს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მატარებელ სასამართლოს, ეს უკვე რეჟიმის შიშის ნიშანია !
21 წლის ბიჭი “ სინათლის მაძიებელი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები ვისაც “ეტკინათ” “სიწითლე აღმოუჩნდათ”.
მათე მაგალითად დარჩება სინდისის და ღირსების. პატარა ბიჭი არა სრულწლოვანი შესული ციხეში, 7 თვის მერე დადგა კაცად, და გვიჩვენებს ყველას სიმართლის გზას!” – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

სალომე ზურაბიშვილი საქალაქო სასამართლოშია – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სინდისის პატიმრის დასკვნით პროცესს ესწრება.

სრულად წაკითხვა