მათე ყავლაშვილის ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით ზფა-მ ქუთაისს პირველი მარცხი აგემა

2 weeks ago 8

საინტერესოდ მიმდინარეობს საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი. შეგახსენებთ, რომ 14, 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატები სიძლიერის მიხედვით A, B და C ლიგებადაა დაყოფილი და ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლეს, A ლიგაზე. ტურნირში 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან თავმოყრილნი და რეგულარული ჩემპიონატის ეგიდით 2 წრედ თამაშობენ.

ყოველ კვირაში საკმაოდ ბევრი თამაში იმართება, რომელთაგან გამორჩეულ შედეგებზე შევაჩერებთ ყურადღებას. 24 დეკემბრამდე ჩემპიონატში ერთადერთი გუნდი იყო დაუმარცხებელი – ქუთაისს აქამდე რვავე თამაში ჰქონდა მოგებული. იმერული კლუბის მეტოქე 8 მოგებისა და 1 მარცხის მქონე ზფა (ზაზა ფაჩულიას აკადემია) გახლდათ, რომელმაც მოახსრხა ქუთაისელებისთვის პირველი მარცხი შეემთხვია.

მატჩის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა. ეგრეთწოდებული “ბაზერ ბითერი” (Buzzerbeater) მათე ყავლაშვილმა სამქულიანი ნიშნულის მიღიდან ჩააგდო. 16 წლის მათე გასულ ნოემბერში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდში შეკრების პირველიდან ბოლო დღემდე ვარჯიშობდა. ის 18-წლამდელთა ჩემპიონატში გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. სწორედ ეს გააკეთა მან ქუთაისთან მატჩში, როცა 26 ქულა და რაც მთავარია, მატჩის გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო. თანაბარ ანგარიშზე (99:99) ქუთაისმა შეტევა გააფუჭა და ზფა-ს შესატევად 5 წამი ჰქონდა. ბურთი მეტოის ნახევარზე გადაიტანეს და მათე ყავლაშილს მიაწოდეს, რომელმაც მიღებისთანავე სამქულიანი ესროლა და… ზფა-მ 102:99 მოიგო.

სრულად წაკითხვა