“მათემატიკას გოჯი, წყრთა და უზანგით ასწავლით, ჩაფი, თუნგით თუ?” – არჩილ გამზარდია

2 hours ago 3

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

სასკოლო წიგნების უმრავლესობა, ისევე როგორც პროგრამების, უკუკავშირის და ა.შ. უმრავლესობა კრიტიკას ვერ უძლებს, ამაში მინისტრს ვეთანხმები, მაგრამ სასკოლო წიგნებზე მსჯელობისას წამყვანი საკითხი ყდაა? ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებში რა იდეოლოგიური დამუშავება მოგინდათ? ქიმია, მათემატიკა, ფიზიკა და ა.შ. პატრიოტულ მოტივებზე რას ნიშნავს? – მათემატიკას გოჯი, წყრთა და უზანგით ასწავლით, ჩაფი, თუნგით თუ?

გავიცინებდი, მაგრამ ჩვენი შვილების თაობა, ისევე როგორც არაერთი თაობა, სულ ექსპერიმენტების, მით უფრო წარუმატებელი ექსპერიმენტების მსხვერპლი რომ არიან, ეს უკვე სერიოზული რამეა; ან ამდენი აქცენტი ყდაზე და სულისკვეთებაზე, მაშინ როცა საგნობრივი ცოდნის, შინაარსის, მეთოდოლოგიის და მოსწავლეებთან ურთიერთობების თემაა არსებითი, მართლაც ზედაპირულ მიდგომას ავლენს.

წელს სკოლის საჭიროებების დადგენის კითხვარი შეგვავსებინეს მშობლებს და პირველი, რაც ამ კითხვარმა აჩვენა, ის არის, თურმე რამდენ ძალისხმევას უნდა ჰქონდეს ადგილი სკოლებში მთელი რიგი მიმართულებებით და მშობლების უმრავლესობას ალბათ ნამდვილად გვეცინებოდა პასუხების გაცემისას იმის შეფასებებში, რაც როგორც სასკოლო ვალდებულება, კითხვარის შევსებისას გავიგეთ.

🙂

სრულად წაკითხვა