Disputed Parliament Approved Ketevan Khurodze as new Georgian Dream MP, replacing Maia Bitadze. Photo:სადავო პარლამენტმა ბიზნესმენ ქეთევან ხუროძის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილებას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა. ხუროძემ მაია ბითაძე ჩაანაცვლა, რომელმაც საპარლამენტო მანდატი 15 სექტემბერს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დატოვა.
ხუროძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში 105-ე ნომრად იყო წარმოდგენილი. მედიის ინფორმაციით, იგი შპს „მეიდან ფროფერთის“ დირექტორი. ეს კომპანია „მეიდან ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის და უძრავი ქონების მართვისა და განვითარების სექტორში საქმიანობს. ამასთანავე, ხუროძე იკავებს შპს „ძველი მეიდანის“ და შპს „სიღნაღის ეთნოპარკის“ დირექტორის პოსტსაც. გარდა ამისა,ხუროძე ფლობს 25%-იან წილს შპს „ჯეონათში“, რომელიც თხილის სექტორში საქმიანობს.
ხუროძე აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (East-West University) ვიცე-პრეზიდენტიცაა. აღნიშნული უნივერსიტეტის ვებგვერდის თანახმად, ხუროძემ 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2010 წელს კი კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლა დაამთავრა. მოგვიანებით, მან დოქტორანტურა დაამთავრა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
იგი ბითაძეს ანაცვლებს, რომელიც 2020 წლიდან პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ბითაძე კულტურის მინისტრად 15 სექტემბერს დაინიშნა. მან ამ პოსტზე თინათინ რუხაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ივლისში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
This post is also available in:
Read Next
16/09/2026 - 18:28
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება და სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უქმდება
16/09/2026 - 18:10
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რამდენიმე დეპუტატმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კანონების გაუქმებას „ინერციით“ დაუჭირა მხარი
16/09/2026 - 12:31
სადავო პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია
15/09/2026 - 12:46
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე კულტურის ახალი მინისტრი გახდა
26/06/2026 - 17:06
ირაკლი კობახიძე სადავო პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა
23/06/2026 - 18:57
civil ახალი ამბები