„მაინტერესებს დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან“ – გიორგი ვაშაძე

1 week ago 9

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ქვეყანაში ქაოსია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და ამ ქაოსის სახელი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ გვაძლევს. სანამ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, არ გვეღირსება არც სიმშვიდე, არც ევროკავშირში ინტეგრაცია და არც განვითარება. მისი და ჩვენი ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისგან. მას უნდა, რომ ბევრი ფული აკეთოს და ძალაუფლება მიიტაცოს, ჩვენ ნორმალურად და ადამიანურად ცხვოვრება გვინდა ამ ქვეყანაში.

შსს-გან მივიღე რაღაც გაურკვეველი ფურცელი [უწყება] და მინდა ვახტანგ გომელაურს მივმართო, თქვენ აქ სახელი და გვარი შეგეშალათ. აქ უნდა ეწეროს ბიძინა ივანიშვილი. მაინტერესებს დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან. ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რის გამოც სპეცრაზმი თავ-პირს ალეწავს მოწალქეებს, ისინი, ეს თავად “ტიტუშკები”, “ტიტუშკებს” აორგანიზებენ, რომელბიც თავს ესხმიან მოქალქეებს. ვახტანგ გომელაურს მივმართავ – არის თუ არა დაკითხვაზე დაბარებული ამ ძალადობის მთავარი ორგანიზატორები, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შეიძლება თქვენც, თუ თქვენც მაშინ სხვა უწყება გამოგკითხვათ.

არის თუ არა გამოკითხვაზე დაბარებული ჯგუფურ ძალადობაზე, ჟურნალისტებზე თავდასხმის, ადამიანების თავ-პირის მტვრევის ორგანიზებაზე, სისხლში გათხვრილი ადამიანები დაბარებულები? ვგულისხკობ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ამ ფურცლების გამოგზავნას კი შეეშვით.

პასუხს ველოდები ე.წ. შსს-ს მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან”

სრულად წაკითხვა