“მაინც მადლობა რუმინეთს…” – კობახიძის პირველი კომენტარი

3 days ago 2

მას შემდეგ, რაც რუმინეთმა, ესპანეთმა და იტალიამ “ოცნების” პრემიერი ტყუილში ამხილეს, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა საკუთარი პოზიცია “წნეხის გამო უარყვეს”.

“კაია კალასმა განაცხადა შემდეგი: რომ იყო უნგერთი, სლოვაკეთი, ლუქსმებურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ. მერე, რუმინეთს რაც შეეხება, თქვენმა კოლეგამ, ბატონმა იოზვიაკმა, რომელსაც ხშირად ეყრდნობით ხოლმე, დაადასტურა ეს ინფორმაცია რუმინეთთან დაკავშირებით. პირველი რუმინეთს გააკეთებინეს საპირისპირო განცხადება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი წააღებინეს უკან მანამდე ნათქვამი და არავის გაუკვირდება მთავრობისგან საკუთარი პოზიციის უკან წაღება. მე მაინც მინდა, რუმინეთსაც გადავუხადო მადლობა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.ჩვენ გვქონდა სანდო და საიმედო ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე გავაკეთე ეს განცხადება. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ეს წყაროები არ დავაკონკეტოთ. წნეხი განხორციელდა (ქვეყნებზე)”, – ამბობს კობახიძე. 

ირაკლი კობახიძე ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა ტყუილში ამხილეს. გუშინ დილით ოლიგარქის პრემიერმა გაავრცელა განცხადება, თითქოს ეს სამი ქვეყნა ევროკავშირის სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმის პოზიციებს იცავდა.

ჯერ რუმინეთმა, შემდეგ იტალიამ და ესპანეთმა კი კობახის  ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.   

მოგვიანებით ირაკლი კობახიძის პოსტს, სადაც ის იტალიას, რუმინეთს, ესპანეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს “მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის”, X-ზე განმარტება დაემატა, სადაც წერია, რომ ინფორმაცია მცდარია.

სრულად წაკითხვა