მაკა ბოჭორიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეუშფოთდა – რისთვის დაიბარეს დიპლომატი?

1 day ago 3

7

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა – საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარეტ უორდთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო.

მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება.

შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას.” წერს სამინისტრო. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ვახტანგ გომელაურსა და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა, დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

სრულად წაკითხვა