მაკრონს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა მოსკოვის სამიზნე იქნება

1 month ago 21

ხუთშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ზაფხულში რუსეთი პარიზის ოლიმპიადას ბოროტად მიზანში ამოიღებს.

„არანაირი ეჭვი არ მაქვს, მათ შორის ინფორმაციის თვალსაზრისით“, თქვა მაკრონმა ჟურნალისტის პასუხად, რომელმაც ჰკითხა, რუსეთი თუ შეეცდება ოლიმპიადის მიზანში ამოღებას.

მაკრონის კომენტარები, რომელიც მან პარიზში, წყლის სპორტის ახალი ოლიმპიური ცენტრის გახსნის დროს გააკეთა, წარმოადგენს დღემდე მის ყველაზე ღიად გაჟღერებულ აღიარებას უცხოური საფრთხეების შესახებ, რომელიც შესაძლოა ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებას დაემუქროს.

ოლიმპიური თამაშები რთული გლობალური ვითარების ფონზე გაიმართება. უკრაინაში რუსეთის ომი და ღაზაში „ჰამასთან“ ისრაელის კონფლიქტი, ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას აძნელებს.

ბოლო თვეების განმავლობაში მაკრონმა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა, პირობას დებს რომ მოსკოვი უნდა დამარცხდეს და არ გამორიცხავს, რომ ევროპული ჯარები ოდესმე უკრაინაში იქნებიან, თუმცა ნათლად განაცხადა, რომ საფრანგეთს რუსეთთან დაპირისპირების პროვოცირების განზრახვა არ აქვს.

მისმა მთავრობამ, ევროპაში რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგაც უფრო მკაცრი კურსი აირჩია.

იმის ფონზე, რასაც პარიზი აღიქვამს როგორც ბლოკის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რუსეთის მზარდ ძალისხმევას, ამ კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საფრანგეთი წარადგენს ევროპული მასშტაბის დონის სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებს.

სრულად წაკითხვა