“მალე მაინც დაგვჭირდება და ბარემ ვისწავლოთ, რა არის Public DNS და როგორ გამოვიყენოთ”– მიხეილ ზაქარეიშვილი

4 weeks ago 23

ფოტო – mo se

სამოქალაქო აქტივისტი, მიხეილ ზაქარეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

მალე მაინც დაგვჭირდება და ბარემ ვისწავლოთ, რა არის Public DNS და როგორ გამოვიყენოთ

ყველაზე მარტივი ენით რომ აგიხსნათ: როდესაც რომელიმე საიტზე შესვლას ცდილობთ, იყენებთ თქვენი ინტერნეტ პროვაიდერის (მაგთი, სილქნეტი, ბილაინი…) DNS-ს. თუ ჩვენი კომუნიკაციების მარეგულირებელი გადაწყვეტს, რომ რომელიმე საიტი დაბლოკოს (მაგალითად როგორც მოხდა ფილმების პირატულ საიტებთან დაკავშირებით), დაუკავშირდება ინტერნეტ პროვაიდერს და დააბლოკინებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პროვაიდერის DNS-ით კონკრეტულ საიტზე ვეღარ შეხვალთ. თუმცა შეგიძლიათ შეხვიდეთ Public DNS-ით (პირატული ფილმების ჯერ კიდევ მოქმედ საიტებზე შესვლა ახლაც შეგიძლიათ ასე)

Public DNS-ს როცა იყენებთ, თქვენი მოწყობილობიდან საიტამდე გზის გავლას ანდობთ არა ნაკლებად სანდო ქართულ კომპანიებს, არამედ ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან მაგალითად Google ან Cloudflare

Public DNS-ის უპირატესობები:

🚀 სისწრაფე: საქმე არ გვაქვს რამე ძალიან მნიშვნელოვან სხვაობასთან, თუმცა რეალურად სისწრაფეში სხვაობა არის. განსაკუთრებით გამოსადეგია გეიმერებისთვის. მე, მაგალითად, თავის დროზე playstaton-ის საფორთმა მირჩია google dns-ის გამოყენება.

🔒 უსაფრთხოება და პრივატულობა: ზოგიერთი პროვაიდერი ინახავს თქვენი ძიების ისტორიას. სანდო საჯარო DNS-ები არ ყიდიან თქვენს მონაცემებს, არ იმახსოვრებენ IP მისამართებს და დამატებით გიცავენ მავნე საიტებისგან (Phishing / Malware).

🔓 შეზღუდვების გვერდის ავლა: თუ რომელიმე ვებსაიტი პროვაიდერის დონეზეა დაბლოკილი, DNS-ის შეცვლით მასზე წვდომას მარტივად და შეუფერხებლად აღადგენთ.

🛠 როგორ გამოვიყენოთ? (ყველაზე სანდო სერვერები)

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და სანდო ვარიანტებია:

– Cloudflare (ყველაზე სწრაფი და პრივატული): 1·1·1·1 და 1·0·0·1

– Google DNS (სტაბილური და საიმედო): 8·8·8·8 და 8·8·4·4

დაყენების მარტივი ინსტრუქცია:

💻 Windows-ზე:

შედით Control Panel > Network and Internet > Network and Sharing Center.

მარცხნივ აირჩიეთ Change adapter settings.

დააკლიკეთ მარჯვენა ღილაკით თქვენს ინტერნეტზე (Wi-Fi ან Ethernet) და აირჩიეთ Properties.

იპოვეთ Internet Protocol Version 4 (TCP/IPv4), მონიშნეთ და დააჭირეთ Properties.

მონიშნეთ “Use the following DNS server addresses” და ჩაწერეთ ზემოთ მოცემული ციფრები (მაგ: 8·8·8·8 და ქვედა ველში 8.8.4.4). დააჭირეთ OK-ს.

🍏 Mac-ზე:

შედით System Preferences > Network.

აირჩიეთ თქვენი ქსელი და დააჭირეთ Advanced.

გადადით DNS ტაბში, დააჭირეთ “+” ნიშანს და დაამატეთ ციფრები (მაგ: 1.1.1.1). დააჭირეთ OK-ს.

📱 სმარტფონებზე (iOS / Android):

ყველაზე მარტივი გზაა — გადმოწეროთ აპლიკაცია 1·1·1·1 (Cloudflare-ის ოფიციალური აპი) და ერთი ღილაკის დაჭერით გაიაქტიუროთ.

ან ხელით გაუწეროთ Wi-Fi-ს პარამეტრებიდან: გადადით თქვენს ქსელზე, იპოვეთ Configure DNS (ან IP Settings -> Static) და ხელით ჩაწერეთ მისამართები.

ასე თქვენ შეგიძლიათ Public DNS დააყენოთ მთლიანად მოწყობილობაზე. თუმცა შესაძლებელია, დააყენოთ მაგალითად მხოლოდ Google Chrome-ზე:

გახსენით Google Chrome და დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე სამ წერტილს.

გადადით Settings-ში (პარამეტრები).

მარცხენა მენიუდან აირჩიეთ Privacy and security (კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება).

ცენტრალურ ნაწილში დააკლიკეთ Security-ს (უსაფრთხოება).

ჩამოსქროლეთ ქვემოთ და იპოვეთ პუნქტი — Use secure DNS (უსაფრთხო DNS-ის გამოყენება).

დარწმუნდით, რომ ეს ფუნქცია ჩართულია და მონიშნეთ მეორე ვარიანტი: With (შემდეგი პროვაიდერით / მომსახურების მიმწოდებლით).

დააკლიკეთ გვერდით არსებულ ჩამოსაშლელ სიას და პირდაპირ აირჩიეთ Google (Public DNS) ან Cloudflare (1.1.1.1).

სრულად წაკითხვა