დღეს, 31 მარტს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებისდღეა.
ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
"ამაყი ვარ, რომ ჩემი ოჯახი ბოლო წუთამდე მისი ერთგული იყო, უმძიმესი დიაგნოზით მამა იდგა მის დასაცავად აქციებზე და იმ ქვეყნად წაიღო ზვიადის ტკივილი და შვილებს დაგვიტოვა მისი იდეალების ერთგულება, რასაც არასოდეს ვუღალატებთ" - წერს ნინო ნადირაძე.