სატრანსფერო ბაზარ Transfermarkt-ზე გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 45 მილიონი ევროდან 40 მილიონ ევრომდეა ჩამოსული, რაც ქართველ კარის დარაჯს ერთპიროვნულ ლიდერობას აკარგვინებს.
"მამარდას" მთავარი კონკურენტები რაია (40 მილიონი), კობელი (40 მილიონი) და დიოგო კოშტა (40 მლნ.) არიან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი, ამჟამად, "ღამურების" დახმარებას დაზიანების გამო ვერ ახერხებს.