“გული მტკივა, როცა ვხედავ ძალადობრივ კადრებს” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.
ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რა აზრის არის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებსა და ახალგაზრდების დაკავებაზე.
“მიმაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს სამართალი და ამ შეკითხვებს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. აქ მოვედი, როგორც რიგითი ახალგაზრდა რომ ჩემი აზრი გამოვხატო ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით. ძალადობას ვგმობ და თანავუგრძნობ.
მამაჩემს ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები. სიმპტომატურად მიმაჩნია, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს აქციებზე მეკითხებით” – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, სანქციებს არ გეშინია, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა უპასუხა: “არანაირად”.