მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშულმა მამუკა მდინარაძემ თაანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა:
“მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, ჩემი პირადი, ერთი გადაწყვეტილების შესახებ: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში, პოლიტიკაც.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულებისა და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა, “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, ამ სამსახურში ყოფნა.
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნების თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, ლიდერს – ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით, ხოლმე, იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ, თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასდროს საქართველოში არ ყოფილა სიტუაცია, რომ აქ გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა ქართველების, ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს შესახებ. დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს.
მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო და გულწრფელად გეტყვით, რომ 10 წლის განმავლობაში, თუ პოლიტიკაში ბოლომდე ხარ ჩართული, პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი, არ არის მარტივი ამბავი და მინდა დააფასოთ ყველა ეს ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
paraleli პოლიტიკა