WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით თარიღდება. დოკუმენტს ხელს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს.

დოკუმენტის თანახმად, ქართული ოცნების ყოფილ წევრს დაცვა ენიშნება “შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში.”

შეგახსენებთ, რომ გენერალ-მაიორმა მამუკა მდინარაძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ტოვებს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს და პოლიტიკიდან მიდის.