მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული. სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაკავებულის ვინაოაბს არ ასახელებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ხელბორკილები საგამოძიებო ორგანომ კონკრეტულ პირს დაადო.
დღეს მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგად უკვე დაკავებულია ერთი კონკრეტული პირი რომელზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი.
დაზარალებული, მისი ოჯახის წევრები, ადვოკატები მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული თუ ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას – დაზარალებულს ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, დაზარალებულებს და არა მხოლდო ამ საქმეზე დაზარალებულებს, როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც”,- თქვა მდინარაძემ.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·