ლევან ბერძენიშვილმა “მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ყაველაშვილი არც ფეხბურთში ვარგა და თანაც უზრდელია.
“საქართველოში ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, რომ ყაველაშვილის პოპულარობა დიდი ხანია დავიწყებულია… საქართველოში ასზე მეტი კაცი მაინც მოიძებნება, ვისაც მასზე მეტი დამსახურება აქვს.
ის არის კაცი, რომელიც პარლამენტში გინების მეტი ვერაფრით დავიმახსოვრეთ, ყაველაშვილს არ უნდოდა პრეზიდენტობა, ეს ყველაფერი ყაველაშვილს ბოლომდე ეტყობოდა, მილოცვისასაც კი, მან ამ თანამდებობით გარანტირებულად დაიმსახურა ყველაფერი ცუდი" - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.