WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გაბრიელის ავადმყოფობის, მძიმე მდგომარეობის შესახებ წერენ მისი ოჯახის წევრები თამარ იარაჯული (დედა) და გიორგი სანდუხაძე (ძმა) და ემოციური მიმართვებით საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვენ:

“მან ჯოჯოხეთი გამოიარა დაბადებიდან…

გავხდი სამოქალაქო აქტივისტი, გავხდი ადვოკატი საკუთარი შვილის, გავხდი ისეთი ქალი, რომელიც ვერც წარმომედგინა, რომ ჩემში ცხოვრობდა.

ვიბრძოლე გადარჩენისთვის, რა არ გავაკეთე, საკუთარი სიცოცხლეც კი გავიმეტე იმის იმედად, რომ მე რომ მოვკვდები, ჩემს შვილს მერე ყველა გვერდში დაუდგება-მეთქი…

გაბრიელს ახლა სჭირდება ძვლებზე ისევ კვლევები — რა შედეგი დადო მკურნალობამ და როგორ გავაგრძელოთ, თუ არა და ისევ ჩაჯდება სრულად ეტლში…

ბოლო მცდელობაა იმის, რომ ჩემს შვილს ვუშველო…

ერთი ლარი, ხალხო, ერთი ლარი რომ ჩარიცხოთ ყველამ, ჩემმა მეგობრებმა, ამაღამ წავიყვან შვილს, რომელსაც აღარ შეუძლია ამდენი ტკივილი…“, – წერს თამარ საზოგადოებას მიმართავს იარაჯული.

“გთხოვთ, გადამირჩინეთ ძმა… გევედრებით…

არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მეყოფა ჯანმრთელობა და ძალა გაბრიელისთვის საბრძოლველად, მაგრამ სანამ შემიძლია, ფარ-ხმალს არ დავყრი. არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებ ამ ბრძოლას, მაგრამ მინდა, სანამ ძალა მაქვს, ყველაფერი გავაკეთო ჩემი პატარა ძმისთვის…

გთხოვთ, დაგვეხმარეთ, მივცეთ გაბრიელს მკურნალობისა და ტკივილის გარეშე ცხოვრების შანსი. ყოველი გაზიარება და თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.
გთხოვთ, ამ ბრძოლაში მარტო ნუ დაგვტოვებთ…

მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ტკივილი გაიზიარა, დაგვეხმარა და ამ რთულ გზაზე მარტო არ დაგვტოვა…“, – წერს და საზოგადოებას მიმართავს გიორგი სანდუხაძე.

ოჯახის წევრები აქვეყნებენ ანგარიშის ნომრებს:

საქართველოს ბანკი

მიმღები: თამარ იარაჯული (დედა)

თიბისი ბანკი

მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე (მამა)