16.08.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 2 პირი, რომლებმაც თბილისში ავტომობილი მოიპარეს, შემდეგ კი ავარია მოახდინეს. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე მათ ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს. მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და თავად მიიმალნენ“, – ამბობს შსს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
netgazeti